Friday, December 7, 2012

Red hot chili pappers


Red Hot Chili Peppers — ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ლოს-ანჯელესში, 1983 წელს. ამჟამად მასში შედიან - ენტონი კიდისი (ვოკალი), ფლი (ბას გიტარა), ჩედ სმითი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და ჯოშ კლინჰოფერი (გიტარა). ჯგუფის მუსიკალური სტილი მოიცავს ფანკს სხვა მუსიკალური ჟანრების ელემენტებით, როგორიც არის პანკ როკი და ფსიქოდელიური როკი.
Red Hot Chili Peppers-ის თავდაპირველ შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ ჰილელ სლოვაკი (გიტარა) და ჯეკ აირონსი (დასარტყამი ინსტრუმენტები). სლოვაკი გარდაიცვალა ჰეროინის ჭარბად მოხმარების შედეგად, 1988 წელს. ამას მოჰყვა ჯგუფიდან აირონსის წასვლაც. თავდაპირველად ჯგუფს დაემატა დ.ჰ. პელიგრო (Dead Kennedys), რომელმაც შეცვალა აირონსი. სლოვაკს ჩაენაცვლა ჯონ ფრუშანტე. მოგვიანებით პელიგრომ დატოვა კოლექტივი, თუმცა ფრუშანტეს მონაწილეობით ჩაიწერა ალბომები Mother's Milk (1989), Blood Sugar Sex Magik (1991), Californication (1999), By the Way (2002) და Stadium Arcadium (2006).
Blood Sugar Sex Magik, ჯგუფის პირველი კომერციული წარმატება, გაიყიდა 15 მილიონი ასლის ოდენობით. ფრუშანტემ კოლექტივი დატოვა 1992 წელს, მისი მხარდამჭერი ტურნეს პერიოდში. ამ დროს იგი აქტიურად იყო გატაცებული ჰეროინით. მას შემდეგ, რაც გიტარისტ არიკ მარშალის დახმარებით ტურნე დასრულებული იქნა, ალბომის One Hot Minute (1995) ჩასაწერად ჯგუფში მოვიდა დეივ ნავარო (Jane's Addiction). მიუხედავად კომერციული წარმატებისა, წინა ალბომის პოპულარობა მას წილად არ ხვდა. 1998 წელს ფრუშანტე, რომელიც განიკურნა ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან, დაუბრუნდა ჯგუფს. ჩაიწერა ახალი სტუდიური დისკი, Californication (1999), რომელიც გაიყიდა 15 მილიონი ასლის ოდენობით და იქცა Red Hot Chili Peppers-ის ახალ კომერციულ წარმატებად. სამი წლის შემდეგ მას მოჰყვა წარმატებული By the Way (2002). 2006 წელს გამოვიდა ორმაგი ალბომი Stadium Arcadium - ჯგუფისათვის პირველი ალბომი, რომელიც ამერიკის ჩარტებში #1 ადგილზე მოხვდა. მსოფლიო ტურნეს შემდეგ ჯგუფის წევრები საკუთარ პროექტებზე ზრუნავდნენ. ფრუშანტემ განაცხადა, რომ ჯგუფს ტოვებდა სოლო-კარიერაზე ყურადღების გასამახვილებლად. იგი შეცვალა ჯოშ კლინჰოფერმა, რომელიც ტურნეს Stadium Arcadium და ფრუშანტეს სოლო პროექტებზე დამატებითი მუსიკოსის სახით ჩნდებოდა. მეათე სტუდიური ალბომი I'm With You გამოიცა 2011 წლის 30 აგვისტოს და არის Red Hot Chili Peppers-ის პირველი ჩანაწერი კლინჰოფერის მონაწილეობით.

Red Hot Chili Peppers-ს მიღებული აქვს 7 გრემის ჯილდო. მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია მისი 60 მილიონი ჩანაწერი. ბილბორდის ცხელ ასეულში სხვადასხვა დროს მოხვედრილი იყო მისი 8 სინგლი (3 სინგლი - 10-ეულში). მეინსტრიმული როკის ჩარტში წარმოდგენილი იყო ჯგუფის ხუთი #1 სინგლი, ხოლო 11 სინგლი მოხვდა თანამედროვე როკ-ჩარტის სათავეში.


Led zeppelin


ლედ ზეპელინი (ინგლ. Led Zeppelin) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა 1968 წლის სექტემბერში. ჯგუფის წევრები იყვნენ ჯიმი პეიჯი, რობერტ პლანტი, ჯონ ბონემი და ჯონ პოლ ჯონსი.
1980 წელს ლედ ზეპელინი დაიშალა ჯონ ბონემის სიკვდილის გამო. დღევანდელი დღისთვის გაყიდულია ლედ ზეპელინის 300 მილიონზე მეტი ალბომი მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში - 109.5 მილიონი. ლედ ზეპელინი ერთადერთი ჯგუფია, რომლის ყველა ალბომი აშშ-ს საუკეთესო მუსიკალურ ათეულში მოხვდა. ხოლო საკაბელო ტელეკომპანია VH1-ის საუკეთესო 100 როკ შემსრულებელთა ჩამონათვალში ლედ ზეპელინი პირველ ადგილზეა.


 2007 წლის 10 დეკემბერს ლედ ზეპელინის დარჩენილმა სამეულმა, ჯონ ბონემის შვილთან, ჯეისონ ბონემთან (დასარტყამები) ერთად პატივი მიაგო კომპანიის Atlantic Records დამაარსებლის აჰმეტ ერტეგუნის ხსოვნას და გამართა სპეციალური კონცერტი, რომელზეც შეასრულა 16 სიმღერა.ჯგუფის The Yardbirds უკანასკნელი კონცერტი შედგა 1968 წლის ივლისში. თუმცა, ამის შემდეგ, მათ შესთავაზეს რამდენიმე კონცერტის ჩატარება სკანდინავიაში, ასე რომ ჯიმ მაკკარტიმ და კიტ რელფმა პეიჯსა და ბას-გიტარისტ კრის დრეიას საშუალება მისცეს, გამოსულიყვნენ The Yardbirds-ის სახელით მომავალშიც. პეიჯმა და დრეიამ დაიწყეს ახალი ბენდის ჩამოყალიბება. პირველ ვოკალისტად მოიაზრებოდა ტერი რიდი, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა რობერტ პლანტის კანდიდატურა. ეს იყო პეიჯისათვის უკვე ცნობილი ბირმინგემელი ვოკალისტი. პლანტი უმალ დათანხმდა შემოთავაზებაზე და თავის მხრივ, ურჩია პეიჯს მუსიკოსი ჯონ ბონემი, რომელი უკრავდა დასარტყამებზე. დრეია ამოვარდა პროექტიდან და ფოტოგრაფიით დაინტერესდა, მოგვიანებით სწორედ მან გადაიღო სურათი ლედ ზეპელინის სადებიუტო ალბომის ყდისათვის. ჯონ პოლ ჯონსი პეიჯს თავისი მეუღლის რჩევით დაუკავშირდა და ჯგუფში დაიკავა ბას გიტარისტის ვაკანტური ადგილი.



წყარო: http://wikipedia.org

coldplay


Coldplay — ინგლისური როკ-ჯგუფი ლონდონიდან. ჩამოყალიბდა 1998 წელს. მსოფლიო აღიარებას მიაღწია 2000 წელს გამოშვებული სინგლით „Yellow“, რასაც მოჰყვა სადებიუტო ალბომი, Parachutes. ჯგუფის წევრები არიან: ვოკალისტი კრის მარტინი, გიტარისტი ჯონი ბაკლენდი, ბასისტი გაი ბერიმენი და დრამერი უილ ჩემპიონი. დღემდე Coldplay-ს 30 მილიონამდე ალბომი აქვს გაყიდული.
Coldplay-ს ადრეულ ნამუშევრებს ხშირად ადარებდნენ ჯეფ ბაკლის და რედიოჰედის შემოქმედებას.პარალელებს ავლებდნენ U2-სთანაც. ალბომის, Parachutes, გამოსვლის შემდეგ კოლდპლეიმ სხვა წყაროებიდანაც მოიზიდა გავლენა. აღსანიშნავია, ეკო და ბენიმენის და ჯორჯ ჰარისონის გავლენა ალბომზე A Rush of Blood to the Head (2002) და ჯონი კეშის და კრაფტვერკის გავლენა ალბომზე X&Y (2005).
Coldplay აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა სოციალურ და პოლიტიკურ მოძრაობებს, მათ შორის, ოქსფამის Make Trade Fair კამპანიასა და საერთაშორისო ამნისტიას. ჯგუფი ეწევა საქველმოქმედო საქმიანობასაც.




წყარო: http://wikipedia.org

The Beatles


ბითლზი (ინგლ. The Beatles) — 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ოთხეული, რომელიც 1962 წლიდან შედგებოდა ჯონ ლენონის (რითმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკარტნის (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონისა (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარისგან (დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი), 1960-იან წლების აშშ-ის მუსიკაში ბრიტანული შემოსევის პიონერად გახდა.1957 წლის მარტში, ლივერპულში, ქუორი ბენკის სკოლაში ჯონ ლენონმა ჩამოაყალიბა სკიფლის შემსრულებელი ჯგუფი ქუორიმენი.ქუორიმენის ერთ-ერთ კონცერტზე (უოლტონ გარდენი, წმ. პეტრეს ეკლესია, 6 ივლისი, 1957) აღმოჩნდა პოლ მაკ-კარტნი, რომელიც შეუერთდა ჯგუფს. 1958 წლის 6 თებერვალს ერთ-ერთ კონცერტს ასევე დაესწრო ახალგაზრდა გიტარისტი ჯორჯ ჰარისონი.ჯონ ლენონმა ერთხელ თქვა: "ელვის პრესლის შთაგონებით დავიწყე ჩანაწერების შეძენა. მისი ადრინდელი სიმღერები ძალიან მომწონდა. ბილ ჰეილის პერიოდმა უკვე ჩაიარა. ჩემი დედა უსმენდა მას, მაგრამ მე მისი სიმღერები არ მაღელვებდა. სწორედ ელვისის გამო დავჯექი ბით მუსიკაზე".



წყარო : http://wikipedia.org

Thursday, December 6, 2012

Deep purple





Deep Purpleინგლისური როკ ჯგუფი ჰერტფორდიდან. კოლექტივი ითვლება ჰევი მეტალისა და ჰარდ როკის ერთ-ერთ პიონერად, თუმცა თვლიან, რომ მისი მუსიკა რომელიმე ჟანრს არ მიეკუთვნება.  გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით 1975 წელს Deep Purple ითვლებოდა მსოფლიოს ყველაზე ხმაურიან ჯგუფად. . მსოფლიო მასშტაბით მას გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ალბომი, მათ შორის - 7.5 მილიონი აშშ-ში. VH1-ის გადაცემაში „ჰარდ როკის უდიდესი შემსრულებლები“ ჯგუფმა 22-ე ადგილი დაიკავა.
არსებობის მანძილზე ჯგუფმა რამდენიმე შემადგენლობა შეიცვალა და რვაწლიანი შემოქმედებითი პაუზაც იქონია. (1976–84). 1968–76 წლების შემადგენლობებს უფრო ხშირად ეწოდება Mark I, II, III და IV. მისი მეორე და კომერციულად ყველაზე წარმატებული შემადგენლობის წევრები იყვნენ: იენ გილანი (ვოკალი), როჯერ გლოვერი (ბასი), ჯონ ლორდი (კლავიშიანი ინსტრუმენტები), იენ პეისი (დასარტყმელი საკრავები) და რიჩი ბლექმორი (გიტარა). ამ შემადგენლობამ იარსება 1969-1973 და 1984-1994 / 1993 წლებში. ამის შემდეგ ბლექმორსა და ჯგუფის სხვა წევრებს შორის კამათი მოხდა და Deep Purple-ის ახალ გიტარისტად სტივ მორსი იქცა. 2002 წელს ჯგუფიდან ჯონ ლორდიც წავიდა, რის შემდეგაც იენ პეისი დარჩა ჯგუფის ერთადერთ ორიგინალურ წევრად.
 2011 წელს, ჟურნალის Classic Rock დაჯილდოებაზე, ლონდონში, ჯგუფმა მიიღო ნოვატორთა ჯილდო. 2012 წლისათვის Deep Purple როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანაზე წარდგენილი არ იქნა. .



წყარო: wikipedia.org