
Coldplay — ინგლისური როკ-ჯგუფი ლონდონიდან. ჩამოყალიბდა 1998 წელს. მსოფლიო აღიარებას მიაღწია 2000 წელს გამოშვებული სინგლით „Yellow“, რასაც მოჰყვა სადებიუტო ალბომი, Parachutes. ჯგუფის წევრები არიან: ვოკალისტი კრის მარტინი, გიტარისტი ჯონი ბაკლენდი, ბასისტი გაი ბერიმენი და დრამერი უილ ჩემპიონი. დღემდე Coldplay-ს 30 მილიონამდე ალბომი აქვს გაყიდული.
Coldplay-ს ადრეულ ნამუშევრებს ხშირად ადარებდნენ ჯეფ ბაკლის და რედიოჰედის შემოქმედებას.პარალელებს ავლებდნენ U2-სთანაც. ალბომის, Parachutes, გამოსვლის შემდეგ კოლდპლეიმ სხვა წყაროებიდანაც მოიზიდა გავლენა. აღსანიშნავია, ეკო და ბენიმენის და ჯორჯ ჰარისონის გავლენა ალბომზე A Rush of Blood to the Head (2002) და ჯონი კეშის და კრაფტვერკის გავლენა ალბომზე X&Y (2005).
Coldplay აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა სოციალურ და პოლიტიკურ მოძრაობებს, მათ შორის, ოქსფამის Make Trade Fair კამპანიასა და საერთაშორისო ამნისტიას. ჯგუფი ეწევა საქველმოქმედო საქმიანობასაც
No comments:
Post a Comment