Deep Purple — ინგლისური როკ ჯგუფი ჰერტფორდიდან. კოლექტივი ითვლება ჰევი მეტალისა და ჰარდ როკის ერთ-ერთ პიონერად, თუმცა თვლიან, რომ მისი მუსიკა რომელიმე ჟანრს არ მიეკუთვნება. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით 1975 წელს Deep Purple ითვლებოდა მსოფლიოს ყველაზე ხმაურიან ჯგუფად. . მსოფლიო მასშტაბით მას გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ალბომი, მათ შორის - 7.5 მილიონი აშშ-ში. VH1-ის გადაცემაში „ჰარდ როკის უდიდესი შემსრულებლები“ ჯგუფმა 22-ე ადგილი დაიკავა.
არსებობის მანძილზე ჯგუფმა რამდენიმე შემადგენლობა შეიცვალა და რვაწლიანი შემოქმედებითი პაუზაც იქონია. (1976–84). 1968–76 წლების შემადგენლობებს უფრო ხშირად ეწოდება Mark I, II, III და IV. მისი მეორე და კომერციულად ყველაზე წარმატებული შემადგენლობის წევრები იყვნენ: იენ გილანი (ვოკალი), როჯერ გლოვერი (ბასი), ჯონ ლორდი (კლავიშიანი ინსტრუმენტები), იენ პეისი (დასარტყმელი საკრავები) და რიჩი ბლექმორი (გიტარა). ამ შემადგენლობამ იარსება 1969-1973 და 1984-1994 / 1993 წლებში. ამის შემდეგ ბლექმორსა და ჯგუფის სხვა წევრებს შორის კამათი მოხდა და Deep Purple-ის ახალ გიტარისტად სტივ მორსი იქცა. 2002 წელს ჯგუფიდან ჯონ ლორდიც წავიდა, რის შემდეგაც იენ პეისი დარჩა ჯგუფის ერთადერთ ორიგინალურ წევრად.
2011 წელს, ჟურნალის Classic Rock დაჯილდოებაზე, ლონდონში, ჯგუფმა მიიღო ნოვატორთა ჯილდო. 2012 წლისათვის Deep Purple როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანაზე წარდგენილი არ იქნა. .
წყარო : wikipedia.org

No comments:
Post a Comment